ქუვეითის ცენტრში მდებარე მეჩეთში ტერორისტებმა 25 ადამიანი ამოხოცეს

ქუვეითის ცენტრში მდებარე მეჩეთში ტერორისტებმა 25 ადამიანი ამოხოცეს

ქუვეითის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო მონაცემებით, იმამ ას-სადიკის მეჩეთში დღეს მომხდარი აფეთქების შედეგად ელ-ქუვეითის ცენტრში 25 ადამიანი დაიღუპა და 202 დაიჭრა.

აფეთქება შენობის შიგნით მოხდა. აფეთქების ტალღამ ყველა ფანჯარა ჩაამსხვრია. თვითმხილველების განცხადებით, ეს იყო ტერაქტი, რომელიც თვითმკვლელმა განახორციელა. არაბული მედიის ინფორმაციით, დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფომ" უკვე აიღო პასუხისმგებლობა დღევანდელ ტერაქტზე.

მომხდართან დაკავშირებით, ქვეყნის მთავრობამ მომხდარის გამო საგანგებო სხდომა გამართა, რომლის დეტალები არ კონკრეტდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა