გასულ წელს მსოფლიოს მასშტაბით ტერაქტების შედეგად გამოწვეული მსხვერპლი 81%-ით გაიზარდა

გასულ წელს მსოფლიოს მასშტაბით ტერაქტების შედეგად გამოწვეული მსხვერპლი 81%-ით გაიზარდა

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, 2014 წელს მსოფლიოს მასშტაბით ტერორისტული თავდასხმების რაოდენობა - 35%-ით, ხოლო ამ თავდასხმების შედეგად გამოწვეული მსხვერპლი 81%-ით გაიზარდა .

"ამერიკის ხმის" ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტის ტერორიზმის წლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ ტერორისტული აქტივობის ასეთი დრამატული ზრდა განსაკუთრებით ორი ჯგუფის - "ისლამური სახელმწიფოს" და "ბოკო ჰარამის" მიერ მოწყობილ ფართომასშტაბიან თავდასხმებს უკავშირდება. კერძოდ, "ისლამურმა სახელმწიფომ" 2014 წელს 1 083 ტერორისტული თავდასხმა მოაწყო. დღემდე ამ რაოდენობის თავდასხმა არც ერთ სხვა ჯგუფს არ განუხორციელებია.

ბოლო მონაცემებით, სირიაში 90 ქვეყნიდან ჩასულია დაახლოებით 16 000 უცხოელი მებრძოლი, რაც უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში უცხოელი მებრძოლების სხვა ქვეყანაში გამგზავრების და იქ ბრძოლაში ჩართვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა