Tbilisi Open Air-ს რუსეთის დუმის დეპუტატი ეხმაურება: მძაფრი რეაქციები ზემფირას პოლიტიკურ მესიჯზე

Tbilisi Open Air-ს რუსეთის დუმის დეპუტატი ეხმაურება: მძაფრი რეაქციები ზემფირას პოლიტიკურ მესიჯზე

Tbilisi Open Air-ზე ზემფირას მიერ უკრაინის დროშით სიმღერას რუსული მედია აშუქებს. გამოცემა "ეხო მასკვი" აქვეყნებს რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეების კომიტეტის უფროსის, ალექსეი პუშკოვის ტვიტს, სადაც ნათქვამია:

"გთხოვთ გამოხატოთ თქვენი დამოკიდებულება ზემფირას თბილისში გამართულ აქციასთან დაკავშირებით, სადაც ის უკრაინული დროშის ფრიალით მღეროდა. ვინც წინააღმდეგი ხართ, რეტვიტი გააკეთეთ, ვინც ემხრობით, ფავორიტებში მონიშნეთ".

2000-მდე ადამიანმა ზემფირას "აქცია" უარყოფითად შეაფასა, 703-მა კი დადებითად.

ნახეთ| 3 რამ, რასაც Tbilisi Open Air-ზე მსმენელი ზემფირასგან არ ელოდა (+VIDEO)

რუსული გამოცემების გვერდზე, სადაც ზემფირას ამ ქცევას აშუქებენ, კომენტარებში უმეტესწილად მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოხატავენ. ზემფირას მოიხსენიებენ როგორც "ნარკომანს", "ბინძურ ლესბოსელს".

"რუსეთში არავინ უსმენს და ფული ხომ უნდა იშოვოს როგორმე", "დონბასში რუსების გენოციდის მხარდაჭერისთვის უკან, რუსეთში აღარ შემოუშვათ, თბილისში იცხოვროს", "რატომ უჭერენ მხარს უკრაინას ძირითადად ლესბოსელები, ჰომოსექსუალები, მეხუთე კოლონა და ყველანაირი ფეკალური მასები?", - წერენ მომხმარებლები.

ასევე საინტერესო| "რამხელა რიგები იდგა, ტუალეტები biletebi.ge-ს ჩააბარეთ?" - მადლიერი და განაწყენებული მელომანების შეფასებები Open Air-ის პირველი დღის შემდეგ

იხილეთ| “This action has erased her singing career” – Russian audience reacts to Zemfira unfurling the Ukrainian flag in Tbilisi

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება