თინა კანდელაკმა ზემფირას Tbilisi Open Air-ზე გაფრიალებული უკრაინის დროშის გამო, "გაფუჭებული ბავშვი" უწოდა

თინა კანდელაკმა ზემფირას Tbilisi Open Air-ზე გაფრიალებული უკრაინის დროშის გამო, "გაფუჭებული ბავშვი" უწოდა

ტელეწამყვანი თინა კანდელაკი, მუსიკალურ ფესტივალ Tbilisi Open Air-ზე ზემფირას მიერ უკრაინის დროშის გაშლის ფაქტს ეხმაურება. კანდელაკი სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ზემფირას ვიდეოს შემდეგი ტექსტით აქვეყნებს:

"დაანებეთ ზემფირას თავი. ის გენიოსია. შეშლილია. ის არ ფიქრობს, რომ უკრაინას ოლიგარქები მართავენ. რომ არსებობს 10-15 ოჯახი, რომლებიც პოროშენკოს ჩათვლით, წყვეტენ ყველაფერს. რომ სააკაშვილი და პოროშენკო ერთ ინსტიტუტში სწავლობდნენ კიევში. რომ ქვეყანას ისინი როგორც კერძო საკუთრებას უყურებენ, რომელსაც შეთანხმებისამებრ გაიყოფენ. რომ უბედური ხალხი იღუპება, რომლებიც თავიანთ სიცოცხლეს იმ ადამიანების ინტერესებს წირავენ, რომლებიც მათ სახელებითაც კი არ დაინტერესდებიან.

რედაქცია: გამოიყენეთ თეგი #Tbilisi Open Air

ზემფირას ეს არ ესმის. და არც ჭირდება ამის აგება. ის ისევ რჩება ნიჭიერ, გაფუჭებულ ბავშვად. ხოლო თუ გაიზდება, აღარ იქნება ზემფირა და გახდება დეიდა ჭკვიანური სახით, რომელიც რუსეთ-უკრაინის ურთიერთობის მომავალს ფედერალურ არხებზე გაარჩევს. ასე რომ, არაა საჭირო. დაე, იქნიოს დროშა, რა მოხდა მერე? მან მოიფიქრა სიტყვები, რომლითაც ჩვენს ახალგაზრდობას უმღერა. ჩვენ ყველანი მთვრალები ვიყვირებთ მისი სიმღერების ტექსტებს, ასე რომ, მოდით, მოვეშვათ აბსურდს", - წერს თინა კანდელაკი.

ნახეთ| 3 რამ, რასაც Tbilisi Open Air-ზე მსმენელი ზემფირასგან არ ელოდა (+VIDEO)

ნახეთ ვიდეო| ჩიტო-გვრიტო ზემფირას ბენდის შესრულებით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება