"არ გვჭირდება სამხედრო დამნაშავე, რომელიც ხოცვა-ჟლეტვისთვის მოვიდა" - ოდესაში სააკაშვილის წინააღმდეგ თეატრალიზებული აქცია "სააკაშვილო, GO HOME" გაიმართა

"არ გვჭირდება სამხედრო დამნაშავე, რომელიც ხოცვა-ჟლეტვისთვის მოვიდა" - ოდესაში სააკაშვილის წინააღმდეგ თეატრალიზებული აქცია "სააკაშვილო, GO HOME" გაიმართა

"სააკაშვილო, GO HOME", "ჩვენ არ გვჭირდება სამხედრო დამნაშავე, რომელიც მოვიდა, რათა ხოცვა-ჟლეტვა დაიწყოს" - ასეთია მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის მთავარი გზავნილი. აქცია ოდესაში, ანტი-მეიდნის ადგილობრივმა აქტივისტებმა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას 1NEWS.net-ი აქვეყნებს.

"იმ ადამიანის დანიშვნა გუბერნატორის პოსტზე, რომელიც საკუთარ ქვეყანაში იძებნება, არასწორია. ჩვენ უბრალო მიზანი გვამოძრავებს - ოდესას ნორმალური გუბერნატორი უნდა ჰყავდეს, რომელიც მის ინტერესებს დაიცავს და არა შეშლილი სამხედრო დამნაშავე. ოდესას კარგად ახსოვს, რომ სააკაშვილს სისხლით აქვს ხელები დასვრილი. სწორედ მან გასცა ე.წ. სამხრეთ ოსეთში მშვიდობიანი მოსახლეობის ჩაცხრილვის ბრძანება, სადაც ასობით ადამიანი მოკლეს", - ამბობს აქციის ორგანიზატორი მიხეილ კოშელიოვი.

სააკაშვილის წინააღმდეგ გამართული თეატრალიზებული აქციის მონაწილეებმა ოდესის ცენტრში ჰალსტუხიანი თხა მიიყვანეს. აქციის მონაწილეების თქმით, მათი აქცია ფორმიანმა უცნობებმა დაარბიეს და აქციის მონაწილეებს პლაკატები და სხვა ატრიბუტიკა გაუნადგურეს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა