კიდევ ერთი დაშორებული მოცეკვავე წყვილი - ანი ჯაჯანიძე და იაკობ ყუფუნია: "ამას არ ვუყურებ, როგორც იმედგაცრუებას"

კიდევ ერთი დაშორებული მოცეკვავე წყვილი - ანი ჯაჯანიძე და იაკობ ყუფუნია: "ამას არ ვუყურებ, როგორც იმედგაცრუებას"

ერთი წლის წინ საქართველოს ჩემპიონები ლათინურ ცეკვებში იაკობ ყუფუნია და ანი ჯაჯანიძე გახდნენ. მათ ერთმანეთი ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' შეუყვარდათ და ერთ-ერთ პერსპექტიულ წყვილად მიიჩნეოდნენ.

სამწუხაროდ, მოცეკვავე წყვილები საქართველოში პირად ბედნიერებას დიდხანს ვერ ინარჩუნებენ. ცოტა ხნის წინ მზია ორველაშვილი და საშა ოხრიმენკო დაშორდნენ ერთმანეთს, გასულ კვირას კი ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ იაკობი და ანიც აღარ არიან ერთად.

ანი რამდენიმე დღის წინ საბერძნეთში გაემგზავრა. წასვლამდე მოცეკვავეს რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ.

- საბერძნეთში საერთაშორისო ტურნირი ტარდება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ პრო-ფესიონალი მოცეკვავეები სხვადასხვა ქვეყნიდან. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტურნირში პირადად მე არ ვმონაწილეობ, რამდენიმე ადამიანისა და სტუდიისგან მაქვს საქმიანი შემოთავაზებები. შესაბამისად, ამ ტურნირზე მივყვები ჩემს სტუდიას და პარალელურად ადგილზე განვიხილავ ჩემს მწვრთნელ როსტომ აროშვილთან ერთად ამ წინადადებებს. საბერძნეთიდან სხვა ქვეყანაში წავალ საქმიან შეხვედრაზე. ჯერჯერობით სხვა დეტალებს ვერ გაგიმხელთ.

- რატომ აღარ გყავს მეწყვილე?

- ამაში განსაკუთრებული არაფერია. ჩემს მეწყვილესთან შემექმნა პირადი უთანხმოება, რამაც ჩვენი წყვილის დაშლა გამოიწვია. თუმცა გპირდებით, რომ უკვე ძალიან მალე მიხილავთ ახალ მეწყვილესთან ერთად.

- დიდი ხანია, რაც იაკობ ყუფუნიასთან ერთად აღარ ცეკვავ? მახსოვს, ერთად წარმატებებს მიაღწიეთ.

- დაახლოებით ერთი თვეა, ერთად არ ვცეკვავთ. ნამდვილად ბევრი წარმატება გვქონდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მომავალში კიდევ უფრო მეტი წარმატება მელოდება.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება