ალჟირის ქალაქ გარდაიაში არაბებსა და ბერბერებს შორის შეტაკების შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა

ალჟირის ქალაქ გარდაიაში არაბებსა და ბერბერებს შორის შეტაკების შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა

ალჟირის ქალაქ გარდაიაში არაბებსა და ეთნიკურად ბერბერებს შორის შეტაკების შედეგად სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა. "ბიბისის" ცნობით, ორ ეთნიკურ ხალხს შორის ალჟირში ბოლო ორი წელია ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა. მათი დაპირისპირების მიზეზი სამუშაო ადგილები და მიწებია. თუმცა, გუშინ მომხდარი შეტაკება ყველაზე მწვავე იყო.

ალჟირის პრეზიდენტმა, აბდელაზიზ ბუტეფლიკამ მომხდარის გამო მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია. შინაგან საქმეთა მინისტრი კი, დაპირისპირების ადგილას ჩავიდა.

"ვითარება სერიოზულია. ეს მხოლოდ შეტაკება არ არის, ეს არის ტერორიზმი", – განაცხადა ბერბერების ლიდერმა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა