ჟანა ფრისკეს ოჯახს მომღერლის მკურნალობის შედეგად ვალები დარჩა

ჟანა ფრისკეს ოჯახს მომღერლის მკურნალობის შედეგად ვალები დარჩა

ჟანა ფრისკეს მამის განცხადებით, მომღერლის ოჯახს მაიამიში არსებული კლინიკის ვალი 106 000 დოლარი დარჩა გადასახდელი. მან ჟურნალისტებთან საუბრისას მოყვა, რომ ჟანა ფრისკეს მკურნალობისთვის შეგროვილი თანხის სამოცდაათი პროცენტი მომღერლის კოლეგებმა, მეგობრებმა და ოჯახის ახლობლებმა გამოუგზავნეს.

”როდესაც ეს ფული შეაგროვეს, დოლარის კურსი 30 თუ 33 იყო. ახლა კი, როდესაც წამლებს ვყიდულობდით, რუბლის ფასი დაეცა. წამლების ფასები კი ის დარჩა, რაც მანამდე იყო. დოლარი რომ იგივე ფასი დარჩენილიყო, ფული გვეყოფოდა, მაგრამ ახლა მოგვდის გადასახადების ქვითრები მაიამიდან და ლოს ანჯელესიდან”, - ამბობს ფრისკეს მამა.

ჟურნალისტებთან საუბარში ფრისკეს მამამ მომღერლის ავადმყოფობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ჟანამ გონება დაკარგა 24 ივნისს, შემდეგ ის სასწრაფო დახმარების მანქანამ წაიყვანა. აგრეთვე მან გაამხილა, თუ როგორ მიიღო ოჯახმა გადაწყვეტილება უცხოეთში მკურნალობის გაგრძელების შესახებ.

”ბევრი ამბობდა, რატომ წავიდნენ საზღვარგარეთო. წავიდოდით საზღვარგარეთ, აქ რომ ნორმალურად მკურნალობდნენ? აქ ჩვენ ყველგან ვიყავით, სადაც შეიძლებოდა მისვლა. ჩვენი საუკეთესო ექიმები გვეუბნებოდნენ, რომ თუ გაქვთ საშუალება საზღვარგარეთ მკურნალობის, იქ წადითო, აქ თქვენ ვერ დაგეხმარებიანო. რომ ეთქვათ, ჩვენ დაგეხმარებით და ყველაფერი კარგად იქნებაო, რა თქმა უნდა, დავრჩებოდით რუსეთში სამკურნალოდ, მაგრამ მათ უბრალოდ უარი თქვეს მკურნალობის დაწყებაზე”, - განაცხადა ჟანა ფრისკეს მამამ.

ვლადიმერ კოპილოვმა აღნიშნა, რომ რეაბილიტაციის დროს მისმა ქალიშვილმა დაიწყო ოცნება და მომავლის გეგმების დაწყობა. ”ძალიან უნდოდა ემუშავა. ამბობდა, სულ ასე ხომ არ ვიწვებიო. უკვე დროა სამუშაოზე ვიფიქროო. ძალიან უნდოდა ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებისთვის ფონდი შეექმნა. ამის შესახებ უმცროს დას ესაუბრებოდა. მას ძალიან აღელვებდა დაავადებული ბავშვები”, - განაცხადა ფრისკეს მამამ.

მომზადებულია ren.tv-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება