გერმანიაში შეიარაღებულმა მამაკაცმა ყოფილი უფროსი, კოლეგა და მასწავლებელი მოკლა

გერმანიაში შეიარაღებულმა მამაკაცმა ყოფილი უფროსი, კოლეგა და მასწავლებელი მოკლა

გერმანიაში, კერძოდ ბავარიის რეგიონში შეიარაღებულმა მამაკაცმა რამდენიმე ადამიანი მოკლა. ამის შესახებ ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით "ბიბისი" იტყობინება. შემთხვევა მიუნხენთან ახლოს მოხდა. ჯერჯერობით უცნობია მსხვერპლის ზუსტი რიცხვი და თავდასხმის მოტივი.

წინასწარი ცნობით, თავდამსხმელმა, რომელიც დაახლოებით 20 წლის იყო, ჯერ იმ კომპანიის ხელმძღვანელი და კოლეგა მოკლა, რომელშიც მუშაობდა და საიდანაც გაათავისუფლეს, შემდეგ კი მისი სკოლის მასწავლებელი. მოგვიანებით მან თავი მოიკლა. გავრცელებული ცნობით, არიან დაჭრილებიც.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა