საბერძნეთის პარლამენტმა ეკონომიკური რეფორმების ახალ პაკეტს მხარი დაუჭირა

საბერძნეთის პარლამენტმა ეკონომიკური რეფორმების ახალ პაკეტს მხარი დაუჭირა

საბერძნეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა მთავრობის მიერ შემუშავებულ ეკონომიკური რეფორმების ახალ პაკეტს, რომელიც ათენმა საერთაშორისო კრედიტორებს ხუთშაბათს წარუდგინა. "ბი-ბი-სის" ცნობით, საბერძნეთის პრემიერის, ალექსის ციპრასის განცხადებით, მას ახლა უკვე აქვს "ძლიერი მანდატი" იმისათვის, რომ კრედიტორებთან მოლაპარაკებები ფინალამდე მიიყვანოს.

ათენის წინადადება რეფორმების შესახებ გუშინ ევროზონის ფინანსთა მინისტრებმა განიხილეს. საბოლოო გადაწყვეტილებას კი დღეს ევროკავშირის მორიგ საგანგებო სამიტზე მიიღებენ. თუ ევროპელ ლიდერებთან საბერძნეთის მთავრობამ კონსენსუსს ვერ მიაღწია, მაშინ ათენი ფულის გარეშე დარჩება. თუმცა, საერთაშორისო კრედიტორები ამბობენ, რომ საბერძნეთის გეგმა დადებითია.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა