Hala Madrid! - იკერ კასილიას ემოციური გამოსვლა პრესკონფერენციაზე

Hala Madrid! - იკერ კასილიას ემოციური გამოსვლა პრესკონფერენციაზე

მადრიდის "რეალის" ლეგენდამ იკერ კასილიასმა კლუბიდან წასვლის შესახებ ისაუბრა.

"მადლობა, რომ მობრძანდით და ამ განსაკუთრებულ დღეს ჩემთან ერთად ხართ. მინდა დავემშვიდობო ყველას, ვინც "რეალს" გულშემატკივრობს."პორტოში" მივდივარ იმ იმედით, რომ ეს ჩემი ბედისწერაა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ იქ არავინ დავაღალატო.25 წლის შემდეგ დადგა ეს რთული დღე - დღე, როცა მე კლუბს ვემშვიდობები, რომელმაც ყველაფერი მომცა.

ვგრძნობდი, რომ კლუბში ვუყვარდი კარდ და რთულ დღეებშიც. ამ კლუბში გავიზარდე და აქაურ ფასეულობებს ვეყრდნობოდი. მხოლოდ იმის იმედი მაქვს, რომ კარგ ადამიანად დავამხსოვრდები გულშემატკივრებს. სადაც არ უნდა გადავიდე, ყოველთვის გავიმეორებ: Hala Madrid!", - თქვა კასილიასმა.

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა