ნინა წკრიალაშვილი: "მე მეცოდება ყველა მეძავი"

ნინა წკრიალაშვილი: "მე მეცოდება ყველა მეძავი"

ყველა სფეროში ახალი და საინტერესო სახეების დეფიციტია და ან საერთოდ არ არიან. კარგი იქნება, ხალხს თუ გავაცნობთ ახალი თაობის გამორჩეულ ადამიანებს, რადგან ახალი ძალა და ენერგია ახალ თაობაშია! ყოველთვის გასათვალისწინებელია მათი აზრი, ნოვატორული იდეები... თუმცა აქ არის მეორე პრობლემა: საზოგადოება ძნელად იღებს უცნობ ადამიანს, თუ ის არ გამოირჩევა განსაკუთრებული ქარიზმატულობით. ამიტომ სიახლეც უნდა გაკეთდეს ფრთხილად... მე ამას ვამბობ, როგორც რიგითი მაყურებელი...

- საზოგადოება წუხს, რომ შოუების სტუმრები სულ მეძავები და განსხვავებული ორიენტაციის ხალხია...

- ეს არის იაფასიანი სიუჟეტები, რომელიც გათვლილია მასაზე, რაც სამწუხაროდ, წერს რეიტინგს.. ხალხს ჰგონია, რომ მეძავები და გეები მეორეხარისხოვანი ადამიანები არიან. ეს ძალიან ზოგადად ნათქვამია... გეი შეიძლება შეგხვდეს პარლამენტში, იყოს ექიმი, სპორტსმენი... ტრაგედია ის არის, რომ მსგავსი სიუჟეტები უფრო აინტერესებს მასას, ვიდრე შემეცნებითი გადაცემები. თუ გადართავენ და არ უყურებენ, რეიტინგიც არ ექნება და მერწმუნეთ, აღარ მოამზადებენ მსგავს სიუჟეტებს. თუმცა ჩვენ ვართ ერი, რომლებსაც ჯერ კიდევ გვიკვირს დეკოლტე, გვაინტერესებს ვინ როგორი ცუდი და გარყვნილია, ვის როგორი ორიენტაცია აქვს.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება