საბერძნეთის საკითხზე ევროჯგუფის სხდომა უშედეგოდ დასრულდა

საბერძნეთის საკითხზე ევროჯგუფის სხდომა უშედეგოდ დასრულდა

ბრიუსელში ევროჯგუფის შეხვედრა დასრულდა, რომელსაც საბერძნეთის საკითხზე არავითარი გადაწყვეტილება არ მიუღია. ამის შესახებ ევროჯგუფის ხელმძღვანელმა იერუნ დეისელბლუმ განაცხადა. "ჩვენ მოვამზადეთ სამიტისადმი წინადადება, ახლა კი, გადაწყვეტილება ევროკავშირის ლიდერებმა უნდა მიიღონ", - განაცხადა დეისელბლუმ.

მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გადაუჭრელი დარჩა ზოგიერთი საკითხი საბერძნეთთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება ევროკავშირისა და საბერძნეთს შორის მოლაპარაკებების დაწყებას ახალი კრედიტების შესახებ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა