მარიტა როხვაძე ილო ბეროშვილის მიერ გაკეთებულ მასაჟზე კომენტარს აკეთებს - "ყველაზე მეტად მე შევინარჩუნე ნერვები"

მარიტა როხვაძე ილო ბეროშვილის მიერ გაკეთებულ მასაჟზე კომენტარს აკეთებს - "ყველაზე მეტად მე შევინარჩუნე ნერვები"

გუშინ მუსიკალურ კონკურსს "ერთი ერთშის" ფინალი შედგა. პროექტი მთელი სეზონის მანძილზე სკანდალების ფონზე მიმდინარეობდა. პირველი ადგილი თაკო გაჩეჩილაძეს ერგო, მეორეზე ოთო ნემსაძე, მესამეზე სოფო ბედია და მეოთე ადგილზე კი მარიტა როხვაძე გავიდა. მარიტას შოუს დამთავრების მეორე დღეს ვესაუბრეთ.

- დამთავრადა პროექტი "ერთი ერთში", პრიზი საკმაოდ კარგი მიიღე - 10 ათასი ლარი, თუმცა მეოთხე ადგილზე გახვედი. როგორ ფიქრობ, ხომ არ დაიჩაგრე?

- პირველ რიგში ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გვერდში დგომისთვის და ვინც ერთი მესიჯი მაინც გამომიგზავნა. არც ერთი თეთრი ჩემი ჯიბიდან არ დამიხარჯავს. მთავარი ადამიანების სიყვარულია ჩემთვის, რომელიც უამრავი მივიღე. მეოთხე ადგილზე რომ გავედი, ნამდვილად არ მწყდება გული. ცუდი პრიზი ნამდვილად არ შემხვედრია. ათი ათასი ლარი მოვიგე, რომელიც დღესვე დაჯდება ანგარიშზე და გავინაღდებ.

- რაში დახარჯავ ფულს უკვე გადაწყვეტილი.

- არ გადამიწყვეტია, მაგრამ ალბათ ცოტა ხნით სადმე წავალ დასასვენებლად.

- ბოლო ნომრის წინ სიუჟეტში, რომელიც აუზზე იყო გადაღებული ილო ბეროშვილმა დაგიმესიჯა და მასაჟსაც გიკეთებდა.

- ილო მგულშემატკივრობდა. ძალიან მიყვარს ეს ადამიანი და დიდ პატივს ვცემ.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება