ჯორჯ ბუშ უფროსმა კისერი მოიტეხა

ჯორჯ ბუშ უფროსმა კისერი მოიტეხა

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუშ უფროსი საავადმყოფოში კისრის მოტეხილობით მოხვდა. ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" მისმა პრესმდივანმა ჯიმ მაკგრატმა გაავრცელა. პოლიტიკოსის წარმომადგენელმა დააზუსტა, რომ მიღებული ტრავმა სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის.

ჯორჯ ბუშ უფროსმა ტრავმა მაშინ მიიღო, როდესაც საკუთარ სახლში დაეცა. ამჟამად ის პორტლენდის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფება. ექიმები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას სტაბილურად აფასებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ გარკვეული დროის მანძილზე მას ორთოპედული სახვევის ტარება მოუწევს.

მომზადებულია aljazeera.com-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა