მაილი საირუსი სკანდალურ ფოტოსესიაში მთლიანად გაშიშვლდა

მაილი საირუსი სკანდალურ ფოტოსესიაში მთლიანად გაშიშვლდა

ჟურნალმა ”ფეიფერმა” ცნობილი მომღერლის, მაილი საირუსის შიშველი ფოტოსესიის სრული ვერსია გამოაქვეყნა. ფოტოებზე სკანდალური გოგონა მთლიანად არის გაშიშვლებული.

ჟურნალის გარეკანზე ვარსკვლავი საკუთარ გოჭთან, ბუბა სიუსთან ერთად არის აღბეჭდილი. დანარჩენ ფოტოებზე მას შიშველ სხეულზე საღებავები უსვია. ასეთი უჩვეულო ხერხით საირუსს სურდა ცხოველებისადმი სიყვარული გამოეხატა. ეს განსაკუთრებით მის გოჭს ეხება, რომელიც მისი საყვარელი შინაური ცხოველი გახდა მას შემდეგ, რაც მაილის შარშან ძაღლი მოუკვდა. 22 წლის მომღერლისთვის მსგავსი საქციელი სიახლე არ არის, ის გამოირჩევა არაორდინალური ქცევით და ეპატაჟით.

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება