თურქეთის სამხრეთ რეგიონში მდებარე ქალაქ სურუჩში აფეთქებას ათზე მეტი ადამიანი შეეწირა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
გავრცელებული ცნობით, არიან დაშავებულებიც. მათი რიცხვი 20-ს აჭარბებს. აფეთქება ქალაქის კულტურული ცენტრის ეზოში მოხდა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ განახორციელა თავდასხმა. ქალაქი სურუჩი სირიის საზღვართან ახლოს მდებარეობს.