ია ნინიძის ქალიშვილი რუსი მსახიობისგან შვილს ელოდება

ია ნინიძის ქალიშვილი რუსი მსახიობისგან შვილს ელოდება

ჩავლილ ფესტივალზე - "კინოტავრი" ჟურნალისტები აქტიურად აკვირდებოდნენ 24 წლის ნინო ნინიძეს და 35 წლის კირილ პლეტნევს. წყვილი საერთოდ არ გაურბოდა პაპარაცებს და საზოგადოებას. ნინოს ახლო მეგობარმა საიდუმლოდ განაცხადა, რომ წყვილი მალე დაქორწინდება. ქორწილის მიზეზად ნინოს ფეხმძიმობა სახელდება.

როგორც გაირკვა, ნინიძე და პლეტნევი ერთმანეთს ნიკიტა მიხალკოვის წყალობით შეხვდნენ, რომელმაც უჩვეულო პროექტი "კინომატარებელი" შექმნა. პროექტში მიწვეულ ვარსკვლავთაგან ერთ-ერთი ია ნინიძე აღმოჩნდა, რომელმაც ქალიშვილიც თან წაიყვანა. პროექტში მონაწილეობას იღებდა აგრეთვე პლეტნევი, რომელმაც არ გაუშვა ხელიდან შანსი, გაეცნო ნინიძის ქალიშვილი. როგორც წყვილის ახლობლები იუწყებიან, პროექტის დასრულების შემდეგ ახალგაზრდები უკვე წყვილის სტატუსით დაბრუნდნენ.

"ნინაჩკამ გადაწყვიტა კარიერა მოეწყო, ბევრ გადაღებებში მონაწილეობდა, სწავლის დროსაც კი, მაგრამ როცა პლეტნევს შეხვდა, იმდენად გაიტაცა მან, რომ თავი დააკარგვინა", - ყვებიან ნინოს მეგობრები. კირილ პლეტნევისთვის ეს მესამე შვილი იქნება, მას წინა ქორწინებაში მსახიობ ლიდია მილუზინასთან ორი შვილი ჰყავს.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება