"შემპირდნენ, რომ მაჭმევენ და წყალს დამალევინებენ" - "იქს-ფაქტორის" გამარჯვებული თორნიკე ყიფიანი დუმილს არღვევს

"შემპირდნენ, რომ მაჭმევენ და წყალს დამალევინებენ" - "იქს-ფაქტორის" გამარჯვებული თორნიკე ყიფიანი დუმილს არღვევს

"იქს-ფაქტორის" 2014 წლის გამარჯვებული თორნიკე ყიფიანი "ფეისბუქზე" პოსტს აქვეყნებს, რომელშიც წერს, რომ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ცერემონიალზე ფონოგრამით და ყოველგვარი დაფინანსების გარეშე გამოსვლას სთავაზობენ:

"გამარჯობა! ერთი ამბავი მინდა გითხრათ. ზოგადად ვცდილობ ყოველთვის თავი შევიკავო, მაგრამ ძალიან ბევრი მეკითხება ამ თემასთან დაკავშირებით და…

შარშან "იქს ფაქტორში" -ში მივიღე სერთიფიკატი, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ცერემონიალზე მონაწილეობის უფლებით, რაც ძალიან გამიხარდა და კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ოლიმპიური კომიტეტის თავჯდომარეს, ალექსი ახვლედიანს, ჩემდამი სიმპატიის გამოხატვისთვის.

თუმცა, დღეს დღეობით, ვეღარ ვხვდები ეს მოვიგე თუ წავაგე, რადგან დამიკავშირდა ერთ-ერთი თანაორგანიზატორი და შემომთავაზა პლუს ფონოგრამაზე გამოსვლა (რომელიც გულისხმობს ვითომ სიმღერას), რისი წინააღმდეგიც ვიყავი და ვარ დღემდე… ასევე ბევრი მელაპარაკა უსახსრობაზე, უფულობაზე, რომ არ გვაფინანსებს არავინო და შემპირდნენ, რომ მაჭმევენ და წყალს დამალევინებენ.

სირცხვილია, უნამუსობა და შეურაცხყოფაც. უპატივცემულობაა არა მხოლოდ ჩემს მიმართ, არამედ ზოგადად მუსიკოსების მიმართ. ვფიქრობ, ამ ყველაფერში მონაწილეობა არ მივიღო იმ შემთხვევაში, თუ რაიმეს არ გამოასწორებს ვინმე. ძალიან მინდა ეს ამბავი მთავარ ორგანიზატორამდე მივიდეს, რადგან მგონია ვიღაცა რაღაცას "ღრმად იდებს" და თუ მომეხმარებით და "დააშეარებთ" მადლობელი დაგრჩებით. პატივისცემით თქვენი ყიფო" - წერს მომღერალი.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება