ნილოსზე ორი გემის შეჯახებას 18 ადამიანი ემსხვერპლა

ნილოსზე ორი გემის შეჯახებას 18 ადამიანი ემსხვერპლა

ეგვიპტეში, მდინარე ნილოსზე ორი გემის შეჯახების შედეგად, სულ მცირე, 18 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ეგვიპტის ხელისუფლებაზე დაყრდნობთ იუწყება.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, საკრუიზო მცირე ზომის გემი, რომელზეც დაახლოებით 40 ადამიანი იმყოფებოდა, მშრალტვირთმზიდს შეეჯახა. მათივე ინფორმაციით, ნაპოვნია 18 ადამიანი ცხედარი, 5 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, დანარჩენები ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

პოლიციამ ავარიის მიზეზების გარკვევამდე მშრალტვირთმზიდის კაპიტანი და მისი თანაშემწე დააკავა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა