"სატახტო თამაშების" რეჟისორმა დევიდ ნატერმა გადაწყვიტა, აშშ-ის პრეზიდენტისთვის გული არ დაეწყვიტა და ჯონ სნოუ ცოცხალი დაეტოვებინა.
ტაბლოიდების ინფორმაციით, სნოუს სიკვდილმა გული უამრავ მის ფანს და მათ შორის, ობამასაც დასწყვიტა. ამჟამად, სერიალის გადაღებები ჩრდილოეთ ირლანდიაში მიმდინარეობს. თვითმხლველებმა ჯონ სნოუს როლის შემსრულებელი კიტ ჰარინგტონი გადასაღებ მოედანზე ნახეს.
შესაბამისად, გაჩნდა ეჭვი, რომ ჯონ სნოუს "სიკვდილი" სერიალის შექმნელების მორიგი პიარსვლა იყო.