მთიან ყარაბაღში ვითარება დაიძაბა: დაღუპულია 5 სომეხი და ერთი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი

მთიან ყარაბაღში ვითარება დაიძაბა: დაღუპულია 5 სომეხი და ერთი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი

მთიანი ყარაბაღის რეგიონში ვითარება დაიძაბა. აზერბაიჯანული და სომხური მხარეები ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის ზავის დარღვევაში ადანაშაულებენ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა კონფლიქტის ზონაში წუხელ სომეხი სამხედროების თავდასხმა მოიგერიეს.

არსებული ინფორმაციით, შეტაკების შედეგად, 5 სომეხი და ერთი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა. ოფიციალური ბაქოს მტკიცებით, აზერბაიჯანულ პოზიციებს სომხეთის არმიის დანაყოფები რამდენიმე რაიონში უტევდნენ. ყველა შემთხვევის დროს აზერბაიჯანულმა მხარემ საპასუხო ცეცხლი გახსნა. სომხური მხარის ცნობით კი, აზერბაიჯანმა ბოლო დღის განმავლობაში ზავი 140-ჯერ დაარღვია.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა