თურქეთის პოლიციამ ტერორისტულ ორგანიზაციებთან დაკავშირებული 600-ზე მეტი ადამიანი დააკავა

თურქეთის პოლიციამ ტერორისტულ ორგანიზაციებთან დაკავშირებული 600-ზე მეტი ადამიანი დააკავა

თურქეთის პოლიციამ 600-ზე მეტი ადამიანი დააკავა, რომლებიც ტერორისტულ ორგანიზაციებთან არიან დაკავშირებულები. ამის შესახებ დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა აჰმათ დავუთოღლუმ განაცხადა.

"ამ დროისთვის, ოპერაციის მსვლელობისას, რომელიც ქვეყნის 22 პროვინციაში ტარდება, 600-მდე ადამიანია დაკავებული, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან სამ ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში და პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენენ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის", - განაცხადა პრემიერმა.

ქვეყნის მთავრობის ოფიციალური ინფორმაციით, პარასკევს თურქეთის უსაფრთხოების ორგანოებმა "ისლამური სახელმწიფოს" ქურთთა მუშათა პარტიისა და რევოლუციური სახალხო-განმათავისუფლებელი პარტიის - ფრონტის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყეს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა