ეგვიპტეში, სინას ნახევარკუნძულზე დღეს მომხდარი აფეთქების შედეგად 18 ახალწვეული დაიჭრა. ამის შესახებ "ასოშიეითიდ პრესი" იუწყება.
ასაფეთქებელი მოწყობილობა გზის განაპირას იყო დამონტაჟებული. ექიმების განცხადებით, დაჭრილების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, სინას ნახევარკუნძულზე სპეცოპერაციის შედეგად, ეგვიპტის შეიარაღებულმა ძალებმა დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ასამდე "ბოევიკი" გაანადგურეს. ეგვიპტის სამხედრო ხელმძღვანელობის განცხადებით, სამხედრო ოპერაციას არ შეწყვეტენ, ვიდრე სინას ნახევარკუნძული ტერორისტთა ბანაკებისგან საბოლოოდ არ გათავისუფლდება.