სოფო ბედია თაკო გაჩეჩილაძეს პასუხობს - ''ჩემი გამარჯვება რეალური იქნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა''

სოფო ბედია თაკო გაჩეჩილაძეს პასუხობს - ''ჩემი გამარჯვება რეალური იქნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა''

პროექტი ''ერთი ერთში'' დამთავრდა, თუმცა დღემდე საუბობენ, რომ გამარჯვებულ თაკო გაჩეჩილაძეს დანარჩენმა მონაწილეებმა გამარჯვება არ მიულოცეს. ოთო ნემსაძემ თქვა, რომ გამარჯვება მიულოცვა თაკოს თუმცა მერე იმის გამო რომ ძალიან ცუდი გარემო იყო პროექტში, სცენაზე ყოფნა აღარ მოუნდა. ვესაუბრეთ სოფო ბედიას, რომელიც პროექტში მესამე ადგილზე გავიდა და 20 ათასი ლარი მოიგო.

- თაკო გულდაწყვეტილია. არავინ მომილოცა გამარჯვებაო? ოთო ნემსაძემ თქვა, რომ მიულოცა და ეს კადრებიდანაც ჩანს. შენ ამასთან დაკავშირებით არაფერი გითქვამს. რა მოხდა რეალურად, რატომ იყო პროექტში ასეთი დაძაბული სიტუაცია?

- როგორც კი გამოაცხადეს, გამარჯვებული თაკო იყო, ავდექი, ჩავეხუტე და მივულოცე. ის ისეთი ბედნიერი იყო ალბათ არ ახსოვს! მე გულით მივულოცე! პირადად არავისთან არ მქონია დაძაბულობა! ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს!

ყველას გვინდოდა გამარჯვევა! მათ შორის მეც და ამისთვის ვიყავი შემზადებული. ცხრა კონცერტის ლიდერი ვიყავი და ძალიან რეალური იქნებოდა, ჩემი გამარჯვევა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება