ინგუშეთში "ისლამური სახელმწიფოს" წევრი 8 "ბოევიკი" გაანადგურეს

ინგუშეთში "ისლამური სახელმწიფოს" წევრი 8 "ბოევიკი" გაანადგურეს

ინგუშეთში 8 "ბოევიკისგან" შემდგარი დაჯგუფება გაანადგურეს. ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ინფორმაციით, ეს ადამიანები ცოტა ხნის წინ გაწევრიანდნენ დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში.

დაღუპულთა შორის ერთ-ერთი პირი გროზნოში, სახელმწიფო ობიექტებზე 2014 წელს განხორციელებული თავდასხმების ორგანიზატორია.

სამართალდამცველებმა ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარები, მოქმედებაში მოყვანილი ასაფეთქებელი მოწყობილობები, ორი ათასზე მეტი საბრძოლო მარაგი, მედიკამენტები და საკვები პროდუქტები ამოიღეს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა