ინდოეთში მუსონური წვიმის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ინდოეთში მუსონური წვიმის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ინდოეთში მუსონური წვიმის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ათობით ათასი მოქალაქე კი იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა. ამის შესახებ "ბიბისის" ინდოეთის შინაგან საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით იტყობინება.

ციკლონმა განსაკუთრებით დასავლეთ ბენგალის შტატი დააზიანა. უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობა თავშესაფრებში გადაიყვანეს. ინდოეთში თითქმის ყოველ წელს ამ სეზონზე მუსონურ წვიმას ებრძვიან. სტიქიამ წელს 10 000-ზე მეტი სოფელი და ოთხ მილიონზე მეტი ადამიანი დააზარალა. წყალდიდობამ დააზარალა მეზობელი მიანმარიც, სადაც უხვ ნალექს 47 ადამიანი შეეწირა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა