კალიფორნიაში ხანძრის გამო ათასობითი ადამიანი სახლებს ტოვებს

კალიფორნიაში ხანძრის გამო ათასობითი ადამიანი სახლებს ტოვებს

კალიფორნიის შტატში ხანძრის გამო ათასობით ადამიანს საცხოვრებელი სახლების დატოვებისკენ მოუწოდებენ. "ბიბისის" ცნობით, მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია უკვე განხორციელდა. სტიქიას სან-ფრანცისკოდან ჩრდილოეთით მდებარე ტყეში 9 000 მეხანძრე ებრძვის, სულ ცეცხლის 18 კერა არსებობს. საგანგებო სიტუაციების სამსახურს ხანძრის ლოკალიზება უჭირს.

ცეცხლმა უკვე გაანადგურა 24 საცხოვრებელი სახლი. ხანძარი კიდევ დაახლოებით 6 000 სახლს ემუქრება. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. ხანძარი კალიფრონიის ტყეებში სავარაუდოდ, მაღალმა ტემპერატურამ გამოიწვია. უკვე რამდენიმე წელია ზაფხულის პერიოდში კალიფორნიაში გვალვის გამო მასშტაბური ხანძარი ჩნდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა