ოსლოს უნივერსიტეტში უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს

ოსლოს უნივერსიტეტში უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს

ოსლოს უნივერსიტეტში უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს, მოგვიანებით კი შენობაში საეჭვო ნივთი აღმოაჩინეს. "როიტერის" ცნობით, უცნობმა პირებმა ცეცხლი კამპუსის დაცვის სამსახურს გაუხსნეს, შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. თუმცა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რამდენიმე საათის შემდეგ კი უნივერსიტეტის შენობაში საეჭვო საგანი შენიშნეს, რომელიც პოლიციამ შესამოწმებლად წაიღო.

ოსლოს უნივერსიტეტში რამდენიმე კვირის წინ ტერორისტი ანდერს ბრეივიკი ჩაირიცხა, რომელმაც 2011 წელს კუნძულ უტოიაზე თავდასხმის შედეგად 77 ადამიანი მოკლა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა