მსოფლიოში ყველაზე ტიტულოვანი მყვინთავი ნატალია მოლჩანოვა გაუჩინარდა

მსოფლიოში ყველაზე ტიტულოვანი მყვინთავი ნატალია მოლჩანოვა გაუჩინარდა

მსოფლიოში ყველაზე ტიტულოვანი მყვინთავი ("ფრიდაივერი"), რუსი ნატალია მოლჩანოვა გაუჩინარდა. გამოცემა "ტელეგრაფის" ცნობით, მან ბოლოს კუნძულ იბიცას სანაპიროებთან ჩაყვინთა, რის შემდეგაც აღარ გამოჩენილა. მისი ვაჟის თქმით, ნატალია მოლჩანოვა კვირას შევიდა წყალში, რა დროსაც ზღვა მშვიდი იყო. მას შემდეგ ინტენსიური სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. მყვინთავის ოჯახის წევრებს იმედი აღარ აქვთ, რომ ნატალია მოლჩანოვა ცოცხალი იქნება.

53 წლის მყვინთავ ქალს 41 მსოფლიო რეკორდი აქვს დამყარებული და მსოფლიო ჩემპიონის 23 ტიტული აქვს მოპოვებული. მისი რეკორდი 71 მეტრის სიღრმის წყალში ყვინთვაა. მან ასევე შეძლო წყალში 9 წუთი და ორი წამის განმავლობაში გაჩერება. ამას გარდა, მოლჩანოვას არაერთი წიგნი და სახელმძღვანელო აქვს დაწერილი "ფრიდაივინგის" შესახებ.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა