"მუდმივად უნდა ახსოვდეს რომ ვაპატიე" - როდის კარგავს წონასწორობას რუსუდან კობიაშვილი

"მუდმივად უნდა ახსოვდეს რომ ვაპატიე" - როდის კარგავს წონასწორობას რუსუდან კობიაშვილი

"ტელევიზიას ჯადოსნური თვისება აქვს - შეიძლება, პოპულარული ერთ დღეში გახდე", - ამბობს მსახიობი და რეჟისორი რუსუდან კობიაშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ 19 წელი ახმეტელის თეატრის სცენზე იდგა, შემდეგ არაერთ ფილმში გადაიღეს და დღეს სპექ­ტაკლებს დგამს, პოპულარობა დუდუს ცოლის როლმა მოუტანა, სერიალიდან - "ჩემი ცოლის დაქალები". რის გამო საყვედურობენ, როდის კარგავს წონასწორობას, რას აკეთებს, როცა დაძაბული პერიოდი აქვს და რას შეცვლიდა საკუთარ გარეგნობაში? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი.

- ჩემზე ამბობენ...

- ..."ფეთქებადი" ხასიათი აქვსო, მაგრამ მე ასე არ მიმაჩნია.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს შვილი, ოჯახი. წელს ჩემი შვილი თეატრალურ უნივერსიტეტში აბარებს. მსახიობობა დიდ პროფესიონალიზმსა და მსხვერპლს მოითხოვს. არტისტს არ გაქვს უფლება, ფორმაში არ იყო; მუდმივად კარს უნდა უნგრევდე ვიღაცას, "მოთხოვნადი" რომ იყო.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...საქმისადმი ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...სიზარმაცეა. ძალიან მიჭირს ახალი საქმის დაწყება. მგონი, ეს სიზარმაცეზე მეტად, შიშია, მაგრამ ინოვაციები მხიბლავს.

- ჩემთვის მიუღებელია...

- ...ღალატი. მიუღებელია ის, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა არ არის. სადაც კანონი არ კანონობს, ქაოსი იწყება.

- ჩემი პირველი წარმატება...

- 7-8 წლის ვიქნებოდი, პირველად ლენინზე დაწერილი ლექსი რომ წავიკითხე და მერე საკუთარი თავი ტელევიზორში ვნახე. სკოლაში ძალიან პოპულარული ბავშვი ვიყავი. მერე ჩემზე ზღაპარი დაიწერა. ჰო, ზღაპრის გმირი ვიყავი.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...შემოქმედებითად დავიხარჯო.

- საკუთარ გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...ბევრ რამეს. მაგალითად, სულ დაბღვერილი ვარ და მეტ ხალისს შევიტანდი.

- ყოველთვის მრცხვენია, როცა...

- ...როცა მატყუებენ, იმ ვიღაცის ნაცვლად მრცხვენია. კარგი სმენა მაქვს და ადამიანებს კარგად ვიცნობ. ასე რომ, ჩემი მოტყუება ცოტა არ იყოს, ძნელია.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...მერიდება, თან - ეს სასიხარულოც არის. იმის ნიშანია, რომ შენი შრომა ფასდება. დღეს თქვენ რომ ინტერვიუსთვის მობრძანდით, ესეც დაფასებაა.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...ვპატიობ, მაგრამ მუდმივად უნდა ახსოვდეს, რომ ვაპატიე და შეცდომა აღარ უნდა დაუშვას! ყოველთვის მამახსოვრდება, ვის რას ვპატიობ.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...ვიმეორებ, რადგან ადამიანი ვარ.

- ბოლოს ვიტირე...

- ...სიხარულისგან. საერთოდ, ბოლო დროს იშვიათად ვტირი.

- წონასწორობას ვკარგავ, როცა...

- ...შვილს ვეჩხუბები. ამ დროს საკუთარ თავს ვერ ვმართავ. ის ახლა 18 წლისაა და ყველაფერს აპროტესტებს.

- სიყვარული..განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება