ISIS-მა 19 ქალი ბოევიკებთან სექსზე უარის გამო სიკვდილით დასაჯა: რა ფასად ყიდიან 1-დან 20 წლამდე გოგონებს სექს-ჯიჰადისთვის

ISIS-მა 19 ქალი ბოევიკებთან სექსზე უარის გამო სიკვდილით დასაჯა: რა ფასად ყიდიან 1-დან 20 წლამდე გოგონებს სექს-ჯიჰადისთვის

ექსტრემისტული ორგანიზაციის ISIS-ს ბოევიკებმა 19 ქალი სიკვდილით დასაჯეს, რადგან მათ უარი განაცხადეს ეგრეთ წოდებულ სექს-ჯიჰადში მონაწილეობის მიღებაზე. სასჯელი ქალაქ მოსულში აღსრულდა, რომელიც ერაყის სამხრეთით მდებარეობს.

მედიაში აქამდეც გავრცელდა ცნობები, რომ ISIS სექს-მონობის მასშტაბური ვაჭრობით იყო დაკავებული. გავრცელდა მთლიანი "ფასების ჩამონათვალიც". ეს ინფორმაცია გაეროს გენერალური მდივნის სპეცწარმომადგენელმა სექსუალური ძალადობის საკითხში ზეინაბ ბანგურამ გაახმაურა.

"გოგონებით ისევე ვაჭრობენ, როგორ ნავთობით. ნებისმიერი გოგონას ყიდვა და გაყიდვა შეუძლია ხუთ-ექვს მამაკაცს. ხანდახან ბოევიკები გოგონას საკუთარ ოჯახზე ყიდიან ათას დოლარად", - განაცხადა ბანგურამ.

გოგონებს, რომლებიც ერთიდან ცხრა წლამდე ასაკის არიან, ტერორისტებმა საშუალოდ 165 დოლარი დაადეს ფასი. მოზარდები 16 წლამდე 124 დოლარი ღირს. ხოლო 20 წელს ზევით გოგონები 40 დოლარად არიან შეფასებული.

ტერორისტები ხანდახან უჩეულო "ფასდაკლებას" აკეთებენ. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ფალუჯას ბაზარზე, მოსულში და რაკეში იეზიდი გოგონები ერთ დოლარად გაყიდეს.

ორიგინალი სტატია

დამატებითი ბმულები მეტი ინფორმაციისთვის:

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა