"ადამიანს იმის მიხედვით ვაფასებ, როგორი შვილი ჰყავს გაზრდილი..."

"ადამიანს იმის მიხედვით ვაფასებ, როგორი შვილი ჰყავს გაზრდილი..."

სოფო გელოვანი შვილებთან ერთად წყნეთში ისვენებს, თან ახლავს ბებიაც, რომლის შესახებაც ასეთი რამ გვითხრა: "იმდენ რამეს ვსწავლობ მისგან თუნდაც ბავშვის აღზრდის საკითხში, რომ ეს დასვენება კარგი გაკვეთილიცაა ჩემთვის". ჩვენი სასაუბრო თემა ოჯახური ტრადიციები გახლდათ.

- ტრადიულ ოჯახში ვარ გაზრდილი და ჩემთვის ტრადიციები ბევრს ნიშნავს, მაგრამ ზოგიერთი მათგანი დამახინჯებულია და არ მომწონს, მეტიც, ხანდახან მგონია, რომ ტრადიციაც არაა, უბრალოდ ჩვენ აღვიქვამთ ასე. თუმცა არის ისეთები, რომელთაც დღემდე ვინარჩუნებ.

- მაგალითად?

- ზედმეტად თრობა, რაც ქართველ კაცს არ შეშვენის, ქეიფის ღრეობაში გადასვლა ტრადიცია ნამდვილად არაა. ვაგრძელებ და ვინარჩუნებ სუფრის ოჯახში გაშლის ტრადიციას, სტუმართმოყვარეობა, სტუმრიანობა ჩვენს ოჯახში მისასალმებელი ტრადიცია.

- რაც შეეხება ოჯახის შემქნის თემას, ნიშნობა, ხელის მოწერა, ქორწილი, მოგწონს ეს თანმიმდევრობა და ზოგადად ეს ტრადიცია?

- შეიძლება ეს ყველაფერი 20-30 წლის წინათ ხდებოდა, თუმცა დღემდე გრძელდება და ამას თავისი ხიბლი ნამდვილად აქვს... მომწონს ხელის თხოვნაც, ჯვრისწერაც, ქორწილიც, ვფიქრობ, ეს ძალიან ლამაზი ტრადიციაა. განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება