რადიკალური დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკებმა" სულ მცირე 300 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს, რომლებიც ერაყის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრები იყვნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ავრცელებენ.
ტერორისტებმა ეს ადამიანიები სამხედრო ბანკში - "ალ-გაზლანში" დაცხრილეს. მათგან 50 ქალი იყო. ამასთან, "ბოევიკებმა" მოკლულთა ოჯახის წევრებს აცნობეს, რომ დახოცილებთან დაკავშირებით სასამართლო გამართეს, რა დროსაც ისინი ღალატსა და ურწმუნოებაში დაადანაშაულეს, რის შემდეგაც მათი დახოცვის გადაწყვეტილება მიიღეს, ახლობლებს კი ცხედრების გადაცემაზე უარი უთხრეს.
საარჩევნო კომისია გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს, დაუყოვნებლივ ჩაერიონ და შეაჩერონ ერაყის მოქალაქეთა მასობრივი ხოცვა.