თურქეთში დღეს მომხდარი 4 ტერაქტის შედეგად სულ მცირე 6 სამართალდამცველი და რამდენიმე უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების წევრი დაიღუპა, 10 ადამიანი კი დაიჭრა.
სტამბოლში ჯერ პოლიციის განყოფილება დაცხრილეს, შემდეგ - აშშ-ის საკონსულო, რის შედეგადაც ერთი პოლიციელი გარდაიცვალა. ოთხი პოლიციელი პროვინცია შირნაკში ნაღმზე აფეთქდა. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია ერთი თურქი ჯარისკაცის მკვლელობის შესახებაც.
ორმა ულტრამემარცხენე ორგანიზაციამ სტამბოლის ტერაქტებზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო. ამ დროისთვის დაკავებულია "სახალხო-განმათავისუფლებელი პარტიის" წევრი ერთი ქალი, რომელიც ამერიკის საკონსულოზე თავდასხმაშია ბრალდებული.