ვასილ უტკინი თინა კანდელაკთან მუშაობას დამამცირებლად მიიჩნევს

ვასილ უტკინი თინა კანდელაკთან მუშაობას დამამცირებლად მიიჩნევს

ცნობილი კომენტატორი და სპორტული არხების ” НТВ-Плюс”-ს რედაქტორი ვასილ უტკინი აცხადებს, რომ მისთვის დამამცირებელია თინა კანდელაკთან ერთად ერთ არხზე მუშაობა. ამის შესახებ მან საკუთარ ბლოგზე განაცხადა, საიტზე sports.ru.

”ეს არც შანტაჟია, არც შური და არც ეჭვიანობა. სპორტულ არხზე თინა კანდელაკის ხელმძღვანელობის ქვეშ მუშაობა დამამცირებელია, ეს ღალატია პროფესიაზე დახარჯული დროის”, - წერს უტკინი.

ტელეკომენტატორმა აგრეთვე თავის პოსტში აღნიშნა: ”მე ვამთავრებ, საკმარისია, მე წავედი”, მაგრამ ჯერ არსად არ განუცხადებია ოფიციალურად, რომ არხზე მუშაობაზე უარს აცხადებს და სამსახურს ტოვებს.

შეგახსენებთ, რომ ახალი საყოველთაო სპორტული არხი ”მატჩ ტივი” არხ ”სპორტ პლუსის” ბაზაზე შეიქმნება, სადაც მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა უტკინი. გაერთიანებულ სპორტულ რედაქციაში მთავარი პროდუსერი და გენერალური დირექტორის მოადგილე თინა კანდელაკი გახდა. მასთან კონტრაქტი არხს სამი წლით აქვს გაფორმებული.

ორიგინალი სტატია

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა