ლატვიის მთავრობა რუსეთის საზღვართან კედლის აშენებას აპირებს

ლატვიის მთავრობა რუსეთის საზღვართან კედლის აშენებას აპირებს

ლატვიის მთავრობამ გადაწყვიტა რუსეთისგან ”განდგომა”, რომ არ დაუშვან არალეგალური მიგრანტების შემოდინების ზღვარი. მათ სურთ რუსეთთან საზღვარზე კედლის აშენება. ამის შესახებ პოლონური ტელეარხის ეთერში ისაუბრა ლატვიის შინაგან საქმეთა მინისტრმა რიხარდ კოზლოვსკიმ. მისი თქმით ამისათვის ოთხი წელი და 17 მილიონი ევრო იქნება საჭირო. მხოლოდ 2015 წელს საზღვარზე 239 არალეგალი მიგრანტი იქნა დაკავებული, რომელთაგან 160 ვიეტნამიდან, 20 კი ავღანეთიდან გახლდათ.

კოზლოვსკიმ ჯერ კიდევ მარტის შუა რიცხვებში განაცხადა, რო რუსეთთან საზღვრის გამკაცრება იყო საჭირო. მასინ მინისტრი საუბრობდა სასაზღვრო ხაზის შექმნაზე, რომელიც 12 სანტიმეტრი სისქის იქნებოდა და აღიჭურვებოდა თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით, ამ პროექტის რეალიზაციის ბიუჯეტად 15 მილიონ ევროს ასახელებდა.

ანალოგიური წინადადებით აპრილში გამოვიდა პოლონეთის სასაზღვრო სმსახური. ქვეყანაში გეგმავენ ექვსი სადამკვირვებლო კოშკის გახსნას რუსეთის საზღვართან მიგრაციული კონტროლისათვის. კოშკების სიმაღლე 25-50 მეტრი უნდ იყოს. დაზვერვას კოშკიდან 24 საათის განმავლობაში აწარმოებენ. პროექტის საერთო ღირებულება 3,4 მილიონი ევროა. მშენებლობის 75 პროცენტს ევროკავშირის შიდა სასაზღვრო ფონდი დააფინანსებს.

რუსეთის საზღვარზე კედლის მშენებლობით წელს უკრიანა იყო დაკავებული. პრემიერ მინისტრმა არსენი იაცენუკმა განაცხადა, რომ პროექტის ჯამური ღირებულება მილიარდ დოლარს უტოლდებოდა, მაგრამ ამერიკელ პარტნიორებთან კონსულტაციის შემდეგ, კედლის ღირებულება ოთხჯერ შემცირდა.

ორიგინალი სტატია

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა