რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მთავრობას ასაკრძალი პროდუქტების სია გადაუგზავნა

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მთავრობას ასაკრძალი პროდუქტების სია გადაუგზავნა

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ქვეყნის მთავრობას საკუთარი წინადადებები გადაუგზავნა, შვიდი ქვეყნისთვის აკრძალული პროდუქტების სიის ფორმირებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ "ტასს"-ს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

"სამინისტრომ მხოლოდ პროდუქტების სიასთან დაკავშირებით იმუშავა. ქვეყნების შესახებ მუშაობა კი მთავრობის აპარატის გადასაწყვეტი საკითხია" - განაცხადეს პრესსამსახურში. ამავდროულად, გასაიდუმლოებულია იმ პროდუქტების ჩამონათვალი, რომლის შეტანაც რუსეთში იკრძალება.

გასულ კვირას რუსეთის პრემიერ მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ გაფართოვდება იმ ქვეყნების სია, რომლებსაც რუსეთის ემბარგო შეეხება. მისი ეს განცხადება მას შემდეგ გაჟღერდა, რაც შვიდმა ქვეყანამ - ჩერნოგირიამ, ალბანეთმა, ისლანდიამ, ნორვეგიამ, ლიხტენშტეინმა, უკრაინამ და საქართველომ ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაგრძელების შესახებ საკუთარი გადაწყვეტილება დაუდასტურეს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა