აღმოსავლეთ უკრაინაში მალაიზიური "ბოინგის" კატასტროფის ადგილას რუსული სარაკეტო სისტემის შესაძლო ფრაგმენტები აღმოაჩინეს. ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, ჰოლანდიელი გამომძიებლები იტყობინებიან.
მათივე განცხადებით, აღნიშნული ფრაგმენტები დაეხმარება გამოძიებას დადგინდეს რეალურად ვინ მიიღო მონაწილეობა ავიაკატასტროფაში.
მალაიზიური ავიახაზების კუთვნილი "ბოინგი", რომელიც ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურისკენ მიემგზავრებოდა, დონეცკის ტერიტორიაზე 2014 წლის ივლისში ჩამოვარდა, დაიღუპა 298 ადამიანი. მათგან 196 ჰოლანდიელი იყო. დასავლეთის ქვეყნები და უკრაინა აცხადებენ, რომ ლაინერის ჩამოგდება რუსული "ბუკის" ტიპის სარაკეტო სისტემით განხორციელდა. მოსკოვი აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფს და მომხდარში კიევს ადანაშაულებს.