"რუსეთი და ნატო "ომის რეპეტიციას" გადიან - რა საშიშროებაზე საუბრობენ ბრიტანელი ანალიტიკოსები

"რუსეთი და ნატო "ომის რეპეტიციას" გადიან - რა საშიშროებაზე საუბრობენ ბრიტანელი ანალიტიკოსები

რუსეთი და ნატო "შესაძლო კონფრონტაციისთვის ემზადებიან", - ამის შესახებ Euobserver-ის ცნობით, ბრიტანელი ანალიტიკოსები აცხადებენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპის ლიდერთა ქსელის" ექსპერტების თქმით, მოსკოვისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო სწავლებები იმაზე მიანიშნებს, რომ მხარეები "ომის რეპეტიციას" გადიან. შექმნილი პოლიტიკური კლიმატი კი მოსალოდნელი ომის რისკებზე მიუთითებს.

"ჩვენ არ ვამბობთ, რომ რომელიმე მხარის ხელმძღვანელობას უკვე მიღებული აქვს ომის დაწყების გადაწყვეტილება. თუმცა, წვრთნების შეცვლილი სახე უდიდეს როლს თამაშობს ევროპაში დაძაბული და საშიში გარემოს შენარჩუნებაში", - განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, იან კერნსმა.

მისივე თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა და ომის პროპაგანდა მოსკოვის ქცევას სხვა ჭრილში წარმოადგენს: "ეს ქმედებები რუსეთის უფრო აგრესიული სამხედრო დოქტრინის, საშიში პოლიტიკური რიტორიკის, გაზრდილი სამხედრო ქმედებების და ყირიმის ანექსიის ნაწილია. ეს არის ევროპაში ახალი რეალობა".

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, რუსეთმა არაერთი სამხედრო წვრთნა ჩაატარა. პარალელურად გაიმართა ნატო-ს სწავლებები, რომელშიც მონაწილეობა 19 წევრი ქვეყნის 15 000-მა სამხედრომ მიიღო.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა