რუსეთის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო გადაწყვეტილება, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სარატიფიკაციოდ წარუდგინოს შეთანხმება, დსთ-ს ინტეგრირებული სავალუტო ბაზრის შექმნის შესახებ. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია მთავრობის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
"შეთანხმების რატიფიცირება შესაძლებელს გახდის შეიქმნას პირობები რეზიდენტი ბანკების კონვერსიულ ოპერაციებში თანაბარუფლებიანი და ურთიერთსასარგებლო მონაწილეობის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს მომავალი ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას, ასევე დსთ-ს ფარგლებში საინტეგრაციო პროცესების გაღრმავებას", - ნათქვამია ინფორმაციაში.
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა ჯერ კიდევ გუშინ განაცხადა, რომ შეთანხმების რატიფიცირება შესაძლებელს გახდის გატარდეს უფრო მეტად შეთანხმებული სავალუტო პოლიტიკა, არ დაიხარჯოს სახსრები კურსის ცვლილებაზე ვალუტის გაყიდვის ან ყიდვისას.