ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ბილ კლინტონთან ერთად, რომელიც შეერთებულ შტატებს 1993-2001 წლებში მართავდა, გოლფი ითამაშა.
ბილ კლინტონი ახლა 69 წლის ასაკშია და სულ რამდენიმე დღეში, 19 აგვისტოს მას 70 წელი შეუსრულდება.
იგი აშშ-ის პირველი პრეზიდენტი იყო, ვინც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიბადა. მისი მეუღლეა ჰილარი კლინტონი, რომელიც ამჟამად აშშ-ის 67-ე სახელმწიფო მდივანია.
კლინტონმა ჯორჯტაუნის უნივერსიტეტი, ოქსფორდის საუნივერსიტეტო კოლეჯი და იელის სამართლის სკოლა დაამთავრა. იგი 12 წელი მსახურობდა, როგორც არკანზასის 40-ე და 42-ე გუბერნატორი.
1992 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მან მოქმედი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში დაამარცხა.

