ვინ არის Google-ის ახალი ბოსი - ვერასდროს ვიფიქრებდით, რომ ეს გულჩათხრობილი და სიტყვაძუნწი ბიჭი უმსხვილესი კომპანიის ხელმძღვანელი გახდებოდა

ვინ არის Google-ის ახალი ბოსი - ვერასდროს ვიფიქრებდით, რომ ეს გულჩათხრობილი და სიტყვაძუნწი ბიჭი უმსხვილესი კომპანიის ხელმძღვანელი გახდებოდა

ინდოელი სუნდარ პიჩაის სახელი ინტერნეტ საძიებო გიგანტის მომხმარებლებმა სულ რამდენიმე დღის წინ შეიტყვეს

როცა გუგლის დამფუძნებლებმა - სერგეი ბრინმა და ლარი პეიჯმა განაცხადეს, რომ ახალ კომპანიას "ალფაბეტს" ჩაუდგებიან სათავეში, კორპორაციის მართვის სადავეებს კი ინდოელ კოლეგას ჩააბარებდნენ. "გუგლის" დამაარსებლების განცხადებით, ისინი ენდობიან სუნდარ პიჩაის, რადგან წლების განმავლობაში დიდ სიამოვნებას იღებდნენ მასთან მუშაობით.

"მშვიდი, მოკრძალებული და ზრდილი", - ასე ახასიათებენ მას სერგეი ბრინი და ლარი პეიჯი.

სუნდარ პიჩაი მეორე ინდოელი გახდა, რომელიც ამერიკაში ტექნოლოგიურ კომპანიას ჩაუდგა სათავეში. 2014 წელს 46 წლის ინდოელმა, სატია ნადელამ Microsoft ჩაიბარა და კორპორაციის კურსი მობილური ტექნოლოგიებისკენ მიმართა.

სუნდარ პიჩაი 4-მილიონიან ინდურ ქალაქ ჩენაიში დაიბადა და საშუალო განათლებაც ამ ქალაქში მიიღო. სუნდარის ისტორია „ამერიკული ოცნების“ რეალურ ცხოვრებაში ასრულებაა. პიჩაების ოჯახი საშუალო ფენის ინდურ ოჯახს მიეკუთვნებოდა, რომელიც ოროთახიან ბინაში ცხოვრობდა, არც ავტომობილი ჰყავდა და წლების განმავლობაში უტელევიზოროდაც იყვნენ.

სკოლაში სუნდარი თითქმის არაფრით გამოირჩეოდა კლასელებისგან, თუმცა სკოლის მეგობრები დღესაც აღნიშნავენ, რომ გამოირჩეოდა მიზანსწრაფულობით, სიმშვიდითა და ბევრი კითხვით.

"ყოველთვის ცდილობდა სახეზე ღიმილი ჰქონოდა. სუნდარი იმ ბიჭებს მიეკუთვნებოდა, ვისაც "წიგნის ჭიას“ ვეძახდით. მაგრამ ვერასდროს ვიფიქრებდით, რომ ეს გულჩათხრობილი და სიტყვაძუნწი ბიჭი ერთ დღეს უმსხვილესი კომპანიის ხელმძღვანელი გახდებოდა. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ჩვენი თანაქალაქელი და სკოლის მეგობარი უზარმაზარი კომპანიის ლიდერი გახდა", - ამბობენ "გუგლის" ახალი ხელმძღვანელი კლასელები.

განაგრძეთ კითხვა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა