ISIS-ს ლიდერმა ამერიკელი ტყვე გოგონა სექს მონად აქცია

ISIS-ს ლიდერმა ამერიკელი ტყვე გოგონა სექს მონად აქცია

ამერიკულმა სპეცსამსახურებმა დაადასტურეს ინფორმაცია, რომ ISIS-ს ხელმძღვანელმა აბუ ბაკრ ალ ბაღდადმა ტყვეობაში მყოფ 26 წლის ამერიკელ გოგონაზე, რომელიც ჰუმანიტარული მისიით იმყოფებოდა ისლამურ სახელმწიფოში, სექსუალური ძალადობა განახორციელა. გოგონა, რომელსაც კაილა ჯინ მიულერი ქვია, 2013 წლის აგვისტოში გაიტაცეს, როდესაც ის სირიის საავადმყოფოში მუშაობდა.

ამერიკელი გოგონას სიკვდილის შესახებ ცნობები ამა წლის თებერვალს გავრცელდა, როდესაც ISIS-ს ბოევიკები იტყობინებოდნენ, რომ ტყვე ჯერ კიდევ ორი წლის წინ საერთაშორისო კოალიციის ავიაციის დარტყმის მსხვერპლი გახდა. ამ ამბიდან წლინახევრის შემდეგ სპეცსამსახურებმა შოკისმომგვრელი დეტალები გამოააშკარავეს 26 წლის გოგონასთან დაკავშირებით. როგორც სპეცსამსახურს ISIS-დან გამოქცეულმა ტყვეებმა შეატყობინეს, მიულერი მათთან ერთად იმყოფებოდა ტყვეობაში და სექს მონად იყო ქცეული.

ფორმალურად კაილა მიულერი ISIS-ის ფინანსისტის აბუ საიაფის და მისი მეუღლის საკუთრებად ითვლებოდა. იმის შესახებ, რომ კაილა არაერთხელ წაიყვანა და გააუპატიურა ალ ბაღდადმა, ინფორმაცია 2014 წელს ტყვეობიდან გამოქცეულმა იეზიდმა გოგონამ გამოიტანა. მისი თქმით, ალ ბაღდადი ხშირად კეტავდა მიულერს თავის ხელქვეითის, აბუ საიაფის სახლში. ტერორისტების ლიდერი ხშირად აუპატიურებდა და აწამებდა ამერიკელ გოგონას.

კაილასთან ერთად აბუ საიაფის ტყვეობაში იმყოფებოდნენ სამი იეზიდი გოგონა, რომლებიც აგრეთვე სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ. ამერიკის მთავრობამ ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია კაილას გარდაცვალების შესახებ. მათ გოგონას მშობლებს ოფიციალური სამძიმარი გამოუცხადეს.

კაილა მიულერი

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა