ტყვეებით ვაჭრობის კონტრაბანდისტული ქსელი და ბიზნესმენი, რომელმაც ასობით ადამიანი იხსნა ისლამისტთა მონობიდან

ტყვეებით ვაჭრობის კონტრაბანდისტული ქსელი და ბიზნესმენი, რომელმაც ასობით ადამიანი იხსნა ისლამისტთა მონობიდან

ერთი წლის წინ, ჩრდილოეთ ერაყის დაპყრობის შემდეგ "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა ქალები და ბავშვები, რომლებიც იეზიდ-ქურთების ეთნიკურ უმცირესობას მიეკუთვნებოდნენ, მონებად წაიყვანეს.

ყოველივე ამის შემდეგ, ერაყელმა ბიზნესმენმა მართლაც შეუძლებელი შეძლო, მან მოახერხა შეექმნა კონტრაბანდისტული ქსელი, რომლის საშუალებითაც ათასობით ადამიანის მონობისგან გათავისუფლება მოახერხა

ირანი-თურქეთის საზღვარი...

დაახლოებით ღამის პირველი საათია, მესაზღვრეები ემზადებიან დაკეტონ სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, ხალხი ცდილობს მიასწროს თურქეთისკენ მიმავალ უკანასკნელ ავტობუსებს, ამ დროს კი იეზიდთა ჯგუფი თუქეთის მხარეს, სასაზღვრო გასასვლელიდან მოშორებით დგას, ერად შეკრებილი ადამიანები თვალს არ აშორებენ საკონტროლო-გამშვებ პუნქტს. ბოლოს და ბოლოს თურქეთის მხარეს, საასაზღვრო გასასვლელიდან გამოდის ქალი, 4 ბავშვთან ერთად, განზე მდგარი იეზიდები მირბიან მათკენ... ერთმანეთს ეხვევიან და ტირიან.

ეს 35 წლის იეზიდი ხათუნია, რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა ტყვედ გასულ წელს ჩაიგდეს, მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ ერაყში , სინჯარის ოლქში მდებარე მათი სოფელი დაარბიეს, ქალი შვილებთან ერთად, რაყაში გადაიყვანეს, რომელიც, ფაქტობრივად, "ისლამურის სახელმწიფოს" დედაქალაქია.

ქალი გადაქანცულია, ფეხზე გაჭირვებით დგას... "ეს იყო საშინელება, ისინი არ გვაძლევდნენ საკმარის წყალს და საკვებს, არ გვქონდა აბაზანის მიღების საშუალება, გვირტყამდნენ, ეს საშინლება იყო...", - ყვება ტყვეობიდან გათავისუფლებული.

ქალის ტყვეობიდან გათავისუფლება მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესმენ აბდულას დამსახურებაა. ადრე ის სირიაში სასოფლო სამეურნეო პროდუქტებით ვაჭრობდა, თუმცა მათ ოლქში ისლამისტების შესვლის შემდეგ, ბიზმესმენმა მონად ქცეული ადამიანების გათავისუფლებას მიჰყო ხელი...

მონობიდან დახსნილი მავრა

აბდულას თავის მოკრძალებულ სახლში მივყავართ და გვაცნობს 22 წლის დისშვილ მარვას, რომელიც ხათუნის მსგავსად, ჯიჰადისტებმა გაიტაცეს. გატაცებიდან 2 თვის შემდეგ, გოგონამ მოახერხა და ბიძას დაუკავშირდა, გააგებინა, რომ რაყაში ერთ-ერთ სახლში ჰყავდათ ტყვედ.

აბდულა BBC-ის კორესპონდენტს უყვება:

"მარვას ვუთხარი, მაგათ არ ესმით ქურთული, შენ თუ მოახერხებ და თავს დააღწევ მაგ სახლს, მე შევეცდები ვიპოვი ვინმე, ვინც შენს დაბრუნებაში დამეხმარება-მეთქი..."

და ერთხელაც, ღამით მარვამ გააღო გასასვლელი კარი მოპარული გასაღებით და გაიქცა...

"გავაჩერე ტაქსი, თავიდან მძღოლს შეეშინდა, რადგან ისლამისტ მებრძოლებს რომ დავენახეთ, ორთავეს მოგვკლავდნენ, შემდეგ დამთანხმდა და ქალაქის მეორე მხარეს გადამიყვანა, სადაც კეთილმა ხალხმა უარი არ მითხრეს დახმარებაზე...", - ყვება გოგონა.

მეორე დღეს მარვა მაინც იპოვა ერთ-ერთმა ჯიჰადისტმა, რომელმაც ოჯახისგან, სადაც გოგონა იმალებოდა, მოითხოვა, - ან დაებრუნებინათ ტყვე, ან გადაეხადათ 7,5 ათასი დოლარი. ისლამისტი მებრძოლი ასევე დაუკავშირდა გოგონას ბიძას.

აბდულა: "მე ვუთხარი, მომეცი დრო და გამოგიგზავნი ფულს, ოღონდ ჩემს დისშვილს არ შეეხოთ-მეთქი..." მან დიდი წვალების შემდეგ, სირიელი ყოფილი პარტნიორის დახმარებით, გოგონას დახსნა შეძლო...

იხილეთ გაგრძელება

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა