სტამბოლში "დოლმაბაჰჩეს სასახლესთან" აფეთქება მოხდა

სტამბოლში "დოლმაბაჰჩეს სასახლესთან" აფეთქება მოხდა

თურქეთის ქალაქ სტამბოლში ისტორიულ "დოლმაბაჰჩეს სასახლესთან" სროლა იყო. ამის შესახებ თვითმხილველებზე დაყრდნობით "ბიბისი" იტყობინება. გავრცელებული ცნობით, თავდაპირველად იყო აფეთქების ხმა, მოგვიანებით კი სროლა დაიწყო.

თავდასხმაში ეჭვმიტანილია ორი ადამიანი, მათგან ერთი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ამ დროისთვის გადაკეტილია მიმდებარე ტერიტორია. "დოლმაბაჰჩეს სასახლე" პრემიერ-მინისტრ აჰმედ დავუთოღლუს სამუშაო ოფისს წარმოადგენს. სროლის დროს დავუთოღლუ სასახლეში არ იმყოფებოდა. სასახლე ოსმალეთის იმპერიის დროს წლების განმავლობაში მთავარ ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა