ანფისა ჩეხოვამ ბოლო ერთ კვირაში 5 კილო დაიკლო - გაინტერესებთ როგორ?

ანფისა ჩეხოვამ ბოლო ერთ კვირაში 5 კილო დაიკლო - გაინტერესებთ როგორ?

ქართველი მსახიობის გურამ ბაბლიშვილის მეუღლემ ანფისა ჩეხოვამ, რომელიც რუსეთში სექს-სიმბოლოდ აღიარებული ცნობილი ტელეწამყვანია, დედასთან ერთად ევროპის წამყვან სპა-კლინიკაში გამაჯანსაღებელი პროცედურები გაიარა. აღნიშნულ კლინიკაში თითოეულ პაციენტს გახდომის, დეტოქსიკაციისა და რელაქსაციის ინდივიდუალურ პროგრამებს სთავაზობენ. შედეგი უკვე ერთი კვირის შემდეგ იყო სახეზე - ტელეწამყვანმა 5 კილო დაიკლო.

 

პირველი ორი დღის განმავლობაში ანფისა, ფაქტობრივად, შიმშილობდა - სვამდა მხოლოდ ბოსტნეულის ნახარშსა და სუფთა წყალს. მომდევნო ეტაპი გაცილებით მსუბუქი და სასიამოვნო აღმოჩნდა.

"საუზმე აკრძალული გვქონდა. საკვებს პირველად შუადღისას ვიღებდით. გვაჭმევდნენ სალათსა და სუპებს, - აცხადებს 7days.ru-სთან საუბარში ტელეწამყვანი, - ვახშამი კი მსუყე იყო, დესერტიც კი შედიოდა, თუმცა არავითარი შაქარი, მხოლოდ ცოტაოდენი თაფლი. შუადღეზე მივირთმევდით თევზს, კრევეტებს, ქათამსა და იხვს. ერთადერთი, რაც რაციონში არ შედიოდა - ხილი და შაქრის შემცველი პროდუქტები იყო. და რა თქმა უნდა, დღის განმავლობაში მინიმუმ 3 ლიტრი წყალი უნდა მიგვეღო".

ტელეწამყვანს წონის დაკლებაში ასევე დაეხმარა ვარჯიში, აკვა-აერობიკა, ტბის პირას სეირნობა და მასაჟი. გამაჯანსაღებელი პროცედურების შემდეგ გოგონები მიუნხენში გაემგზავრნენ "შოპინგზე", მათ ერთი ზომით ნაკლები სამოსით გარდერობის გადახალისება დასჭირდათ.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება