თურქეთში ძლიერ წყალდიდობასა და მეწყერს ათამდე ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთში ძლიერ წყალდიდობასა და მეწყერს ათამდე ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინცია ართვინში ძლიერი წყალდიდობისა და მეწყერების შედეგად ათამდე ადამიანი დაიღუპა, 20-მდე კი დაშავდა. ამის შესახებ "დეილი საბაჰი" პროვინციის გუბერნატორ ქემალ ჯირითზე დაყრდნობით იტყობინება.

"ორშაბათს 12 საათიდან ჩვენს სანაპირო ქალაქებში, განსაკუთრებით კი ხოფაში უხვი ნალექი მოვიდა. კოკისპირულმა წვიმამ მეწყერი გამოიწვია. რვა ადამიანი ხოფასა და კიდევ სამ სოფელში დაიღუპა", - განაცხადა გუბერნატორმა.

მისივე თქმით, სამ ადამიანს ეძებენ. სტიქიის ზონებში სამაშველო ბრიგადები და საგანგებო სიტუაციების სამსახური შეუჩერებლად მუშაობს. ძლიერი წვიმა თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში გუშინ მოვიდა. ქალაქები ართვინი და ხოფა საქართველოს საზღვართან რამდენიმე ათეულ კილომეტრში მდებარეობს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა