"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა სირიის ქალაქ პამირაში ერთ-ერთი ყველაზე ძველი და მნიშვნელოვანი ტაძარი გაანადგურეს. ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, თვითმხილველები იტყობინებიან.
ადგილობრივების თქმით, 2 000 წლის წინ აგებულ ტაძარ "ბელისთან" ძლიერი აფეთქების ხმა გაიგონეს. ექსტრემისტებმა ქალაქ პალმირაზე კონტროლი მაისში დაამყარეს. მას შემდეგ კი აღნიშნულ ქალაქში არაერთი ისტორიული მნიშვნელობის ნაგებობა გაანადგურეს.
პალმირა უძველესი არამეული ქალაქია, რომელიც სირიის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. იგი ცნობილია 2 000 წლის წინ აგებული ნაგებობებითა და ტაძრებით. მას ასევე სტრატეგიული ადგილი უკავია და დედაქალაქ დამასკოსა და ქვეყნის აღმოსავლეთ პროვინციებს ერთმანეთთან აკავშირებს.