აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა კუბაზე მდებარე გუანტანამოს ციხის დახურვის გზების "ფართო სპექტრს" განიხილავს. ამის შესახებ ამერიკული მედიის ცნობით, თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯოშ ერნესტმა განაცხადა.
მისი თქმით, საუკეთესო ვარიანტად მიიჩნევა პატიმრების სხვაგან გადაყვანა, რასაც აშშ-ის კონგრესის თანხმობა დასჭირდება. თუმცა, როგორც ექპერტები აცხადებენ, მსგავსი მხარდაჭერის მოპოვება არ იქნება იოლი. ვინაიდან ამ დრომდე არაერთმა კონგრესმენმა დაბლოკა მსგავსი წინადადება.
დღეის მონაცემებით, გუანტანამოს ციხეში კიდევ 116 პატიმარია. ბარაკ ობამას ერთ-ერთ წინასაარჩევნო დაპირება სწორედ აღნიშნული საპყრობილის დახურვა იყო. მას ამ პირობის შესასრულებლად დაახლოებით 1 წელი დარჩა.